ფეხბურთი

21:17 | 18.05.2024 | ნანახია NaN - ჯერ

გურამ კაშიამ საკლუბო სეზონი გოლით დაასრულა

სლოვაკეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში ბრატისლავის „სლოვანმა“ „რუჟომბეროკი“ 5:1 გაანადგურა, გურამ კაშიამ კი, საკლუბო სეზონი გოლით დაასრულა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 21-ე წუთზე ვლადიმირ ვაისის (უმცროსი) პასით გაიტანა და ანგარიში გახსნა. გურამი მოედანზე 81-ე წუთამდე იყო, ხოლო ჯაბა კანკავა განაცხადში არ გახლდათ.

გურამ კაშიამ 2023-2024 წლების სეზონში „სლოვანის“ მაისურით ყველა ტურნირზე 39 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა, ხოლო ჯაბა კანკავამ 41 შეხვედრაში 2 გოლი მიითვალა.

ბრატისლავის „სლოვანმა“ სეზონი 73 ქულით პირველ ადგილზე დაასრულა. ვლადიმირ ვაისის გუნდმა ჩემპიონობა ჯერ კიდევ 5 ტურის წინ გაიფორმა.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:10 | 06.10.2019
ogafa (10220)

ყოჩაღ წარატებები

22:05 | 06.10.2019
Levan911 (2406)

კარგი ბიჭი ჩანს ეს. მშრომელი , წყნარი,სტაბილური. თავშიც არ უვარდება. იმედია მიეცემა შანსი უფრო მაღალი დონის ლიგაში თამაშის. რატომღაც მგონია რომ არც იქ შეირცხვენს თავს. ნაკრებშიც აშკარად უფრო ხშირად იმსახურებს გამოძახებას.

0.06675