ფეხბურთი

20:48 | 18.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

სერბეთის ნაკრების მწვრთნელმა ევრო 2024-სთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა

სერბეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დრაგან სტოიკოვიჩმა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც 35 ფეხბურთელია.

7 ივნისამდე სტოიკოვიჩს სიის 26 ფეხბურთელამდე შემცირება მოუწევს, რადგან ეს უეფასგან დაშვებული მაქსიმალური კვოტაა. სერბეთის ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა კი ასეთია:

მეკარეები: პრედრაგ რაიკოვიჩი (მალიორკა), ვანია მილინკოვიჩ-სავიჩი (ტორინო), დორდე პეტროვიჩი (ჩელსი), ალეკსანდარ ოვანოვიჩი (პარტიზანი)

მცველები: ნიკოლა მილენკოვიჩი (ფიორენტინა), სტრაჰინია პავლოვიჩი (ზალცბურგი), მილოშ ვალიკოვიჩი (ვერდერი), სრდან ბაბიჩი (სპარტაკი), სტრაჰინია ერაკოვიჩი (ზენიტი), ნემანია სტოიჩი (ბაჩკა ტოპოლა), უროს შპაიჩი (ცრვენა ზვეზდა), ჯან-კარლო შიმიჩი (მილანი)

ნახევარმცველები: დუშან ტადიჩი (ფენერბაჰჩე), ფილიპ კოსტიჩი (იუვენტუსი), სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი (ალ-ჰილალი), საშა ლუკიჩი (ფულემი), ანდრია ჟივკოვიჩი (პაოკ), მიატ გაჩინოვიჩი (აეკ), სრდან მიალოვიჩი (ცრვენა ზვეზდა), ლაზარ სამარჯიჩი (უდინეზე), საშა ზდიელარი (ცსკა მოსკოვი), ნემანია გუდელი (სევილია), ნემანია მაკსიმოვიჩი (ხეტაფე), ივან ილიჩი (ტორინო), სამედ ბაჟდარი (პარტიზანი), ალეკსანდარ ჩირკოვიჩი (ბაჩკა ტოპოლა), ველიკო ბირმანჩევიჩი (სპარტა), ფილიპ მლადენოვიჩი (პანათინაიკოსი), მატია გულშევიჩი (რადნიჩკი), ნემანია რადონიჩი (მალიორკა)

თავდამსხმელები: ალეკსანდრ მიტროვიჩი (ალ-ჰილალი), ლუკა იოვიჩი (მილანი), დუშან ვლაჰოვიჩი (იუვენტუსი), პეტარ რატკოვი (ზალცბურგი), მიჰაილო ივანოვიჩი (ვოივოდინა)

შეგახსენებთ, რომ სერბეთის ნაკრები ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე ინგლისის, სლოვენიისა და დანიის ნაკრებებს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113814