ფეხბურთი

20:16 | 18.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჩავი: „კრიტიკა მაძლიერებს“

„ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ უპასუხა კითხვას, რას გრძნობს კატალონიურ კლუბში მუშაობისას.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 44 წლის სპეციალისტი შესაძლოა სეზონის ბოლოს კლუბიდან წავიდეს. პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა იმედგაცრუებული გახლდათ მწვრთნელის სიტყვებით კლუბის ფინანსური მდგომარეობის შესახებ.

„ბედნიერი ვარ, რადგან მსოფლიოს საუკეთესო კლუბში ვმუშაობ. კრიტიკა უფრო მაძლიერებს. ჩემთვის არაფერი იცვლება. მსურს ვაჩვენო, რომ ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ კონკურენტუნარიანი გამოსვლა.. ეს სეზონი ჩვენთვის არ იყო წარმატებული, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მომავალში ყველაფერი კარგად გამოვა“, - ციტირებს ჩავის სიტყვებს Mundo Deportivo.

ესპანელი სპეციალისტი „ბლაუგრანას" 2021 წლის ნოემბრიდან ხელმძღვანელობს. მიმდინარე სეზონში „ბარსელონა“ ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა 36 მატჩიდან 79 ქულით.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114703