„ფიორენტინას“ სპორტულმა დირექტორმა დანიელე პრადემ „ნაპოლისთან“ მატჩის (2:2) შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას გოლზეც გააკეთა კომენტარი.
„სამწუხაროა, რომ ვერ მოვიგეთ, რადგან პირველი ტაიმის შემდეგ გამარჯვებისთვის ყველანაირი პირობა შექმნილი გვქონდა. შემდეგ კვარაცხელიამ ბალისტიკური გოლი გაიტანა. მოგებაც შეგვეძლო და წაგებაც. სეზონის ბოლოა და ცოტა დაღლილები ვართ, მაგრამ წინ კონფერენს ლიგის ფინალია, რომელიც ჩვენი მთავარი მიზანია“, - აღნიშნა პრადემ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 44 მატჩში 11 გოლი აქვს გატანილი, შვიდჯერ საგოლე პასი გააკეთა და სამჯერ პენალტი მოიპოვა. კონკრეტულად სერია A-ში კი - 33 მატჩი, 11 გოლი, 6 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი.
„ნაპოლი“ 37 ტურის შემდეგ 52 ქულით მეცხრე ადგილზეა, ხოლო სეზონის ბოლო მატჩს 26 მაისს, საკუთარ მოედანზე „ლეჩეს“ წინააღმდეგ ჩაატარებს.