„ნაპოლი“ ზაფხულში ხვიჩა კვარაცხელიას გაყიდვას არ აპირებს. როგორც Radio Marte იტყობინება, აურელიო დე ლაურენტისი ამჟამად ქართველის გასხვისების წინააღმდეგია.
„ნაპოლის“ დიდი ალბათობით დატოვებს ვიქტორ ოსიმენი, შესაბამისად, კლუბის გეგმებში მეორე ლიდერის გაყიდვაც არ შედის. შესაბამისად, წყაროს თანახმად, კვარაცხელია 80-90 მილიონი ევროს ოდენობის შეთავაზების შემთხვევაშიც არ გაიყიდება.
თუმცა, იტალიელები იმასაც იტყობინებიან, რომ მსგავსი ეკონომიკური შეთავაზების შემთხვევაში, ხვიჩას პირობების გაუმჯობესების მოლოდინი უფრო გაიზრდება, რადგან გასული ზაფხულიდან ამაოდ ელოდება ხელფასის გაზრდას, რადგან გასულ სეზონში სკუდეტოს მოგებაში მთავარი წვლილი შეიტანა, თუმცა, გუნდში დღემდე ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი ფეხბურთელია.
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე აქვს გაფორმებული. აურელიო დე ლაურენტისი გრძელვადიანი კონტრაქტის სათავისოდ გამოყენებას ცდილობს, რაც ბოლო ინტერვიუში არც დაუმალავს, აღნიშნა, რომ კონტრაქტის განახლების აუცილებლობა არ დგას, რადგან ისედაც გრძელვადიანია... ცხადია, დე ლაურენტისი ცდილობს, რომ კვარასნაირი ფეხბურთელი რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნოს, ოღონდ დაბალი ხელფასის სანაცვლოდ.