ფეხბურთი

17:33 | 17.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ფიფა VAR-ის გამოყენების წესებში ცვლილებებს შეიტანს

ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ განაცხადა, რომ VAR-ის გაუმჯობესებაზე მუშაობენ.

ერთ-ერთი ნოვაცია ის იქნება, რომ მატჩის დროს თითოეული გუნდის მწვრთნელს ორჯერ შეეძლება მსაჯს ვიდეორეფერის გამოყენება მოსთხოვოს, როცა ამას საჭიროდ ჩათვლის, ან როცა ფეხბურთელები ეტყვიან, რომ ცდა გამოიყენოს.

„ჩვენ ვაპირებთ VAR-ის გაუმჯობესებას, რომელიც უკვე დანერგილია 65 ფედერაციის მიერ. შეიქმნა უფრო საბაზისო ტექნოლოგია, ნაკლები კამერით, ასე რომ, ის უფრო ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის. VAR-ი გამოძახებით, ექსპერიმენტულ ფაზაშია. მწვრთნელებს შესაძლებლობა ექნებათ, მსაჯს VAR-ის გამოყენება ორჯერ მოსთხოვონ, თუ პირველი ცდის შემდეგ გადაწყვეტილება შეიცვლება, მწვრთნელს ისევ 2 ცდა დარჩება“, - თქვა ინფანტინომ.

შეგახსენებთ, რომ VAR-ის გამოყენების უფლება ამჟამად მწვრთნელებს და გუნდებს არ აქვთ, მსაჯები დამოუკიდებლად იღებენ გადაწყვეტილებას, რომელი ეპიზოდი შეამოწმონ.

0.115569