ფეხბურთი

15:50 | 17.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ესპანური მედია: ლაპორტა ჩავის გათავისუფლებას გეგმავს

ჩავიმ იანვარში თქვა, რომ სეზონის ბოლოს „ბარსელონას“ დატოვებდა, რამდენიმე კვირის წინ კი, ჟოან ლაპორტასთან შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ ის კლუბში დარჩებოდა.

თუმცა, ესპანური მედია სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვით, ლაპორტა ჩავის გათავისუფლებას გეგმავს! RAC1-ის ინფორმაციით, ლაპორტას არ მოეწონა ესპანელი მწვრთნელის ბოლო განცხადებები პრესკონფერენციაზე.

ჩავიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ კლუბს მძიმე ფინანსური მდგომარეობა აქვს და ფანებს განსაკუთრებული მოლოდინი ახლო მომავალში არ უნდა ჰქონდეთ. როგორც ირკვევა, ლაპორტასთან შეხვედრაზე ჩავი სულ სხვანაირად ფიქრობდა და მომავალს ოპტიმიზმით უყურებდა, რაც მთავარია, მან პრეზიდენტთან კმაყოფილება გამოხატა გუნდის კომპლექტაციით.

ახლა კი, როგორც ჩანს, მან აზრი შეიცვალა, ამიტომ, ლაპორტამ გათავისუფლებაზე ფიქრი დაიწყო. ნიშანდობლივია, რომ „ალმერიასთან“ საგარეო მატჩს საერთოდ არ დაესწრო კლუბის პრეზიდენტი, ისევე, როგორც სპორტული დირექტორი დეკუ, რამაც ჭორები კიდევ უფრო გააძლიერა.

შეგახსენებთ, რომ ჩავის „ბარსელონასთან“ კონტრაქტი 2025 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

0.113455