ფეხბურთი

15:02 | 17.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ტიაგო ალკანტარა და მატიპი "ლივერპულს" დატოვებენ

„ლივერპულს“ ტიაგო ალკანტარა და ჟოელ მატიპი დატოვებენ, რომელთაც კონტრაქტები 30 ივნისს ეწურებათ.

ინგლისური კლუბის ვებგვერდზე ოფიციალურად დადასტურდა, რომ ესპანელ და კამერუნელ ფეხბურთელებთან თანამშრომლობა არ გაგრძელდება, ასე რომ, ისინი თავისუფალი აგენტის სტატუსით ახალ გუნდებს მოძებნიან.

ტიაგო ალკანტარა „ლივერპულში“ 2020 წლიდან თამაშობდა და 98 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა, მაგრამ ბოლო პერიოდში მას ძალიან ხშირად ტრავმა ჰქონდა. მანამდე 33 წლის ესპანელს „ბარსელონასა“ და „ბაიერნში“ აქვს ნათამაშები.

ჟოელ მატიპი „ლივერპულს“ 2016 წელს შეუერთდა და მას მერე 201 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა. კამერუნელი იქამდე გელზენკირხენის „შალკეს“ ღირსებას იცავდა. 32 წლის ფეხბურთელი ზაფხულში ახალ კლუბს შეუერთდება.

0.112398