ფეხბურთი

14:35 | 17.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

რობინ ვან პერსი ერედივიზიონის კლუბის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა

რობინ ვან პერსი „ჰერენვეენის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

ახალგაზრდა სპეციალისტისთვის ეს პირველი გამოცდილება იქნება მთავარი გუნდის თავკაცის რანგში. მან კეეს ვან ვონდერენი შეცვალა, რომელიც კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს და კლუბს დატოვებს.

ვან პერსი აქამდე „ფეიენოორდის“ 18-წლამდე გუნდს ხელმძღვანელობდა, თუმცა ახალი სეზონიდან ერედივიზიონის გუნდში მუშაობა მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ 40 წლის რობინ ვან პერსის საფეხბურთო კარიერაში „ფეიენოორდში“, „არსენალში“, „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „ფენერბაჰჩეში“ აქვს ნათამაშები.

0.126966