ფეხბურთი

13:25 | 17.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

თომას ტუხელმა "ბაიერნიდან" წასვლა კიდევ ერთხელ დაადასტურა

თომას ტუხელი „ბაიერნში“ არ დარჩება. გერმანელმა სპეციალისტმა პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ კლუბს ნამდვილად დატოვებს.

ასე რომ, ჭორები იმის შესახებ, რომ გერმანულ კლუბში ტუხელი შეიძლებოდა დარჩენილიყო, არ გამართლდა.

„ეს ჩემი ბოლო პრესკონფერენციაა „ბაიერნის“ მწვრთნელის რანგში. იყო მოლაპარაკებები დარჩენაზე, მაგრამ შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ. შესაბამისად, თებერვალში მიღებული გადაწყვეტილება ძალაშია“, - თქვა ტუხელმა.

ამრიგად, „ბაიერნს“ ტუხელმაც უარი უთხრა ჩაბი ალონსოს, იულიან ნაგელსმანის და რალფ რანგნიკის შემდეგ. ჯერჯერობით, უცნობია ვინ იქნება ბავარიელთა მთავარი მწვრთნელი მომდევნო სეზონში, მაგრამ ბოლო დროს ერიკ ტენ ჰაგის ვარიანტი გააქტიურდა.

0.108649