იტალიის სერია A-ს მეოთხედფინალური სერიის მესამე მატჩში „ვირტუს ბოლონია“ სტუმრად „ტორტონასთან“ 81:91 დამარცხდა.
თორნიკე შენგელია ვირუსის გამო წინა ორ შეხვედრაში თავის გუნდს ვერ დაეხმარა, მაგრამ ამჯერად მოედანზე დაბრუნდა. თორნიკემ 12 წუთში 6 ქულა, 1 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა 1-დან 1 ორქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 1 სამქულიანი ააცილა.
სერიაში „ვირტუსი“ ისევ წინაა და 2:1-ს იგებს, ხოლო მეოთხე შეხვედრა 18 მაისს ისევ „ტორტონას“ მოედანზე გაიმართება.