ფეხბურთი

12:41 | 17.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლაუტარო: "იმედი მაქვს, რომ "ინტერთან" შეთანხმებას მალე მივაღწევთ"

მილანის „ინტერის“ ფეხბურთელმა ლაუტარო მარტინესმა დაადასტურა, რომ კლუბთან კონტრაქტის განახლებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. არგენტინელი იმედოვნებს, რომ საკითხი მალე მოგვარდება.

„ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს კონტრაქტის გასაგრძელებლად. იმედი მაქვს, რომ რაც შეიძლება მალე მივაღწევთ შეთანხმებას“, - თქვა ლაუტარომ.

შეგახსენებთ, რომ ლაუტარო მარტინესი „ინტერში“ 2018 წლიდან თამაშობს და 281 მატჩში 129 გოლი გაიტანა. მას იტალიურ კლუბთან კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულში ეწურება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.103158