განათლების და მეცნიერების სამინისტრო და საქართველოს რაგბის კავშირი ერთობლივად ახორციელებენ უპრეცენდენტო პროექტს „ჩაერთე რაგბიში“.
საქართველოს რაგბის კავშირი აქტიურად აგრძელებს მუშაობას სასკოლო რაგბის მიმართულებით. სრკ-მ მოიპოვა „მსოფლიო რაგბის“ ერთწლიანი გრანტი პროექტის ფარგლებში „ჩაერთე რაგბიში 2.0“. ეს პროექტი ორიენტირებულია გურიასა და აჭარაში სასკოლო რაგბიში ჩართული ბავშვებისთვის ადგილობრივ სარაგბო კლუბებთან წვდომის უზურნველყოფაზე, ასევე გოგონების ჩართულობის ზრდაზე.
პირველ ეტაპზე ბავშვები აქტიურად ჩაერთვნენ სასკოლო პროგრამაში და ჩატარდა უკონტაქტო თაგ-რაგბის ფესტივალები გოგონებს შორის გურიასა და აჭარაში. პროექტის განხორციელებაში ჩართულები არიან: World Rugby, განათლების და მეცნიერების სამინისტრო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია, ბათუმის მერია, საქართველოს რაგბის კავშირი და რაგბის კავშირის აჭარის ფილიალი.
18 ნოემბერს ბათუმის რაგბის სტადიონმა უმასპინძლა გოგონათა ფესტივალს მე-5-6 კლასებს შორის. ერთდღიან სარაგბო ზეიმში 180-მა გოგონამ მიიღო მონააწილეობა, რომლებიც არიან აჭარის რეგიონის 11 სკოლის მოსწავლეები (ქ. ქობულეთის №1, №5, №6 საჯარო სკოლები, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის საჯარო სკოლა, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობოყვათის საჯარო სკოლა, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის №2 საჯარო სკოლა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეს საჯარო სკოლა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელვაჩაურის №1 საჯარო სკოლა, ქ. ბათუმის №9, №14, №22 საჯარო სკოლები).
ამავე დღეს, ფესტივალის შემდე ბათუმის რაგბის სტადიონზე ჩატარდა დიდი 10-ს თამაში, სადაც ერთმანეთს შეხვდენ ბათუმის „ბათუმი“ და რუსთავის „ხარები“. ფესტივალის მონაწილე ბავშვები, მათი პედაგოგები, მშობლები დაესწრნენ თამაშს და გახდნენ სარაგბო დღესასწაულის ნაწილი.
26 ნოემბერს გურიის ფესტივალს უმასპინძლა ბორის პაიჭაძის სახელობის ცენტრალურმა სტადიონმა. 10-მა სკოლამ მიიღო მონაწილეობა (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჯალიის საჯარო სკოლა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსის საჯარო სკოლა, ქ. ჩოხატაურის №1 საჯარო სკოლა, ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ამაღლების საჯარო სკოლა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურის საჯარო სკოლა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიის საჯარო სკოლა, ქ. ოზურგეთის №1, №2, №4 საჯარო სკოლები). 100-მა გოგონამ მიიღო მონაწილეობა გურიის ტაგ რაგბის ფესტივალში.
მეორე ეტაპზე რეგიონალურმა კლუბებმა მიიღეს ახალი ეკიპირება და შეიქმნა გოგონების გუნდები ახლომდებარე სარაგბო კლუბებში. მოხდა ფოკუსირება გოგონათა საფესტივალო გუნდების ჩამოყალიბებაზე, რაც უპრეცენდენტოა საქართველოს მასშტაბით.
გაცნობებთ, რომ პროექტის ფარგლებში მეორე ეტაპზე ჩატარდება 2012-2013 წლებში დაბადებულ გოგონათა ორი საკლუბო ფესტივალი:
- 18 მაისი, ქ. ბათუმი, ლეონიძის ქუჩა 2 (ბათუმის რაგბის სტადიონი), დასაწყისი – 13:00, დასასრული – 16:00;
მონაწილე კლუბები – ბათუმი, ხელვაჩაური, ჩაქვი, ქობულეთის „პონტო“, ოზურგეთის „არწივები“, ლანჩხუთი, ჩოხატაურის „ღონე“.
- 2 ივნისი, ლანჩხუთი ან ჩოხატაური (ადგილი და დრო დადგინდება უახლოეს პერიოდში)
მონაწილე კლუბები – ბათუმი, ხელვაჩაური, ჩაქვი, ქობულეთის „პონტო“, ოზურგეთის „არწივები“, ლანჩხუთი, ჩოხატაურის „ღონე“, „ამარანტები“.
ამ ეტაპზე ფესტივალი ჩატარდება თაგ-რაგბის წესებით და ეტაპობრივათ მოხდება გოგონების მზაობა კონტაქტური რაგბისთვის. ამ გოგონებმა უნდა გააგრძელონ საკლუბო პროგრამა და ყოველ წელს უნდა მოხდეს ახალი ნაკადის შემოდინება კლუბებში, რაც მოგვცემს საშუალებას შევქმნათ ქალთა რაგბის განვითარების უწყვეტობა ამ ორ რეგიონში.
RUGBY.GE