ფეხბურთი

17:25 | 16.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჩაკვეტაძე: "რონალდუ ჩემი კუმირი იყო, მის წინააღმდეგ თამაშს მოუთმენლად ველოდები"

ინგლისური „უოტფორდის“ ვებგვერდზე გიორგი ჩაკვეტაძესთან ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელსაც უფრო ბლიცის ხასიათი ჰქონდა.

გიორგიმ აღნიშნა, რომ კრიშტიანუ რონალდუ ბავშვობის კუმირია და მის წინააღმდეგ თამაშს მოუთმენლად ელოდება.

- პირველი თამაში, რომელსაც პირდაპირ ეთერში ან სტადიონზე უყურე...

- ისეთი პატარა ვიყავი, მგონი აღარც მახსოვს. ტელევიზორში „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „არსენალის“ მატჩს ვუყურე, კრიშტიანუ რონალდუმ ჯარიმა ძალიან შორი მანძილიდან რომ გაიტანა. სტადიონზე საქართველოში უნდა მეყურებინა, მაგრამ როდის და ვინ თამაშობს არ მახსოვს.

- ფეხბურთის პირველი კუმირი...

- კრიშტიანუ. ძალიან მომწონს, რადგან ცხოველს ჰგავს, შრომისმოყვარეა და წარმატებული. ბევრ გოლსაც იტანს. ევროპის ჩემპიონატზე საქართველო და პორტუგალია ერთ ჯგუფში არიან. მოუთმენლად ველი მის წინააღმდეგ თამაშს, ამაღელვებელი იქნება და თუ საშუალება მომეცემა, მაისურს ვთხოვ.

- პირველი ბუცები...

- ეს იყო Nike-ს Mercurial-ი. მიყვარს ეს ბრენდი და მომწონდა მისი ბუცებით თამაში, მაგრამ ახლა Adidas-ს ვიყენებ.

- პირველი მაისური...

- ეს იყო „დინამო თბილისის“ თეთრი მაისური. გვარი არ ეწერა, მხოლოდ 10 ნომერი.

- პირველი პროფესიონალური თამაში...

- 17 წლის ვიყავი და „დინამოში“ იყო. არ მახსოვს ვის წინააღმდეგ, მაგრამ კარგად ვითამაშე.

- პირველი გოლი...

- „დინამოში“ გავიტანე. მეტოქე არ მახსოვს, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვიყავი. როდესაც პირველ გოლს გაიტან, ეს საოცარი, დიდებული გრძნობაა.

- პირველი წითელი ბარათი...

- ეს ბელგიაში მოხდა, „ანტვერპენთან“. მეტოქეს ჩავარტყი, მაგრამ არ გამიმართლა და VAR-ზე თქვეს, რომ წითელი ბარათი იყო.

0.123374