ფეხბურთი

14:10 | 16.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

Tuttosport: ალეგრი ჟურნალისტს: „ყურებს დაგაჭრი“

იტალიელმა ჟურნალისტმა გვიდო ვაჩაგომ განაცხადა, რომ „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი მოკვლით დაემუქრა, თუ Tuttosport „სიმართლეს არ დაწერს".

მისივე თქმით, ალეგრი მას ტრიბუნაზე უხეშად ესაუბრა „ატალანტასთან“ იტალიის თასის ფინალური მატჩის შემდეგ (1:0).

„დიახ, თქვენ ცუდი დირექტორი ხართ. დაწერეთ სიმართლე თქვენს გაზეთში და არა ის, რასაც კლუბი გკარნახობთ. შეწყვიტეთ მკითხველებთან თამაში.

მისმინე, ვიცი სად მოვიდე და გიპოვო. ვიცი სად დაგელოდო, მოვალ და ყურებს დაგაჭრი. დაწერეთ სიმართლე გაზეთში“, - ციტირებს ალეგრის სიტყვებს Tuttosport.

„ჩვენ Tuttosport-ში ყოველთვის ვწერდით სიმართლეს და დავწერთ. შეიძლება რაღაც არ მოგვწონდეს, მაგრამ ამას თავაზიანად გამოვხატავთ, ღია ვართ ყველასთან დიალოგისთვის. ვისაც სურს მათ წინააღმდეგობა გაუწიოს“, - აღნიშნა ვაჩაგომ.

0.119174