ფეხბურთი

13:38 | 16.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

გნაბრი ევრო 2024-ზე ვერ ითამაშებს

მიუნხენის „ბაიერნის“ ფეხბურთელი სერჟ გნაბრი ტრავმის გამო გერმანიის ნაკრებში 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს. ამის შესახებ ცნობილმა ჟურნალისტმა და ინსაიდერმა ფლორიან პლეტენბერგმა დაწერა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ გერმანიის საფეხბურთო ნაკრების წინასწარი განაცხადი 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე მანამდე არ გამოქვეყნებულა,თუმცა სიაში არ არიან არც ვერნერი და არც ზულე. გერმანიის ნაკრების სრული შემადგენლობა დღეს, 16 მაისს უნდა გახდეს ცნობილი.

ევრო 2024-ის ფინალური ნაწილი გერმანიაში 2024 წლის 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გაიმართება. ტურნირის მატჩებს 10 ქალაქში 10 სტადიონი უმასპინძლებს. ევროპის ჩემპიონატის მოქმედი გამარჯვებული იტალიის ნაკრებია. გერმანიის ნაკრები ევრო 2024-ზე მოგზაურობას A ჯგუფში შოტლანდიასთან, უნგრეთთან და შვეიცარიასთან ერთად დაიწყებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114194