ფეხბურთი

11:06 | 16.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ენდრიკი კოპა ლიბერტადორესის მატჩში მოედნიდან საკაცით გაიყვანეს

დღეს, 16 მაისს, „პალმეირასმა“ ლიბერტადორესის თასის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის მატჩში ეკვადორის „ინდეპენდიენტეს“ 2:1 მოუგო.

მეორე ტაიმში „პალმეირასის“ თავდამსხმელი ენდრიკი დაშავდა. ის საკაცით გაიყვანეს მინდვრიდან. ტრავმის სიმძიმე ჯერჯერობით უცნობია.

ბრაზილიური ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი, ენდრიკი 2024 წლის ზაფხულში მადრიდის „რეალში“ 45 მილიონ ევროდ გადავა. შეთანხმება უკვე გაფორმებულია.

ედრიკი „პალმეირასის“ აღზრდილი გახლავთ. 17 წლის თავდამსხმელმა პირველ გუნდში 80 მატჩი ჩაატარა, 21 ბურთი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

გასულ სეზონში თავდამსხმელი ბრაზილიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

თეგებიენდრიკი
0.128199