ფეხბურთი

1:38 | 16.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსიმ" ზედიზედ მეოთხედ მოიგო და ევროპა ლიგის საგზურის მოპოვებასთან ახლოსაა

ლონდონის „ჩელსის“ მძიმე სეზონი ჰქონდა, დიდი ხანი ათეულშიც ერ შედიოდა, მაგრამ ბოლო დროს კარგ ფორმაშია, ზედიზედ მეოთხედ მოიგო და დიდი ალბათობით, ევროპა ლიგის საგზურს მაინც მოიპოვებს.

მაურისიო პოჩეტინოს გუნდმა სტუმრად „ბრაიტონი“ 2:1 დაამარცხა. ანგარიში კოულ პალმერმა გახსნა, ხოლო შემდეგ კრისტოფერ ნკუნკუმ სხვაობა ორამდე გაზარდა. ბოლოსკენ დანი ველბეკის გოლით მასპინძლებმა სხვაობა შეამცირეს, მაგრამ „ბრაიტონი“ უქულოდ დარჩა.

„ჩელსი“ 60 ქულით მეექვსე ადგილზეა, ბოლო ტურში „ბორნმუთს“ უმასპინძლებს და ქულაც ეყოფა ევროპა ლიგაზე გასასვლელად.

მოიგო „მანჩესტერ იუნაიტედმაც“, რომელმაც შინ „ნიუკასლი“ 3:2 დაამარცხა. „წითელი ეშმაკები“ კობი მაინოს გოლით დაწინაურდნენ, რასაც მეორე ტაიმის სტარტზე გორდონმა უპასუხა, თუმცა ამად დიალომ მალევე წინ გაიყვანა „მანჩესტერი“. მატჩის მიწურულს რასმუს ჰოილუნმა ორამდე გაზარდა, ხოლო ბოლოს სტუმრებმა სხვაობა შეამცირეს, მაგრამ მეტი ვერაფერი გახერხეს.

ბოლო ტურის წინ „მანჩესტერი“ და „ნიუკასლი“ 57-57 ქულით მეშვიდე-მერვე ადგილებს იყოფენ, ბოლო ტურში ერიკ ტენ ჰაგის გუნდი „ბრაიტონს“ ესტუმრება, ხოლო „ნიუკასლი“ – „ბრენტფორდს“.

0.116857