„მილანის“ მფლობელმა ჯერი კარდინალემ განაცხადა, რომ ყოველ სეზონში გამარჯვება ფეხბურთში საინტერესო არ არის.
როგორც მან თქვა, სპორტის მთავარი ხიბლი არაპროგნოზირებადობაა:
„გულშემატკივრებს ყოველთვის გამარჯვება სურთ, მაგრამ სპორტის პარადოქსი ისაა, რომ ტურნირი უინტერესო ხდება, თუ ყოველ წელს ერთი გუნდი იმარჯვებს. ადამიანური ფაქტორია, რომ არაპროგნოზირებადობა ტურნირს უფრო ძვირფასს ხდის“, - თქვა კარდინალემ.