ფეხბურთი

17:45 | 15.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

იტალიური მედია: ანტონიო კონტე "ნაპოლისთან" ძალიან ახლოსაა

ანტონიო კონტე „ნაპოლის“ მწვრთნელობასთან ძალიან ახლოსაა. ამის შესახებ მთელი რიგი იტალიური გამოცემები და ჟურნალისტები იტყობინებიან.

როგორც ცნობილი გახდა, კონტე თითქმის თანახმაა აურელიო დე ლაურენტისის შეთავაზებას საბოლოოდ დათანხმდეს, რომელიც თურმე, მას დღეში 3-4-ჯერ ურეკავს.

ცნობილია ფინანსური დეტალებიც: 3-წლიანი კონტრაქტი სეზონში 7 მილიონი ევროსა და ბონუსების ანაზღაურებით. დიდი შანსია, რომ „აძური“ სწორედ იტალიელმა სპეციალისტმა ჩაიბაროს, რომელიც ამჟამად უმუშევარია.

ყველაფერი უახლოეს დღეებში გადაწყდება. ფაქტია, რომ იტალიური პრესა კონტესა და „ნაპოლის“ შესახებ უკვე ძალიან აქტიურად წერს.

ანტონიო კონტე ბოლოს „ტოტენჰემში“ მუშაობდა, მანამდე კი, „არეცოს“, „ბარის“, „ატალანტას“, „სიენას“, „იუვენტუსის“, იტალიის ნაკრების, „ჩელსის“ და „ინტერის“ თავკაციც იყო. თითქმის ყველგან კონტემ ხელშესახებ წარმატებას მიაღწია და იტალიაში ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნევა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116173