„ნაპოლი“ სერია A-ს უახლოეს მატჩს ფლორენციის „ფიორენტინასთან“ ვიქტორ ოსიმენის გარეშე ჩაატარებს.
ნიგერიელი ფეხბურთელი ტრავმირებულია და მიმდინარე კვირაში გუნდთან ერთად არ უვარჯიშია. როგორც იტალიური მედია წერს, ფლორენციაში ის მოედანზე გასვლას ვერ შეძლებს.
ოსიმენმა მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ მაისურით 31 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 17 გოლი გაიტანა. „ფიორენტინა“ – „ნაპოლის“ შეხვედრა 17 მაისს გაიმართება.