ფეხბურთი

16:03 | 15.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

რუბენ ბარახა: "გიორგი მამარდაშვილმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა"

„ვალენსიას“ მთავარმა მწვრთნელმა რუბენ ბარახამ „სოსიედადთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.

ესპანელმა სპეციალისტმა გიორგი მამარდაშვილის პროგრესზეც გააკეთა კომენტარი:

„ის ძალიან მაღალი დონის მეკარეა, ჩვენს გუნდს უკეთესს და უფრო კონკურენტუნარიანს ხდის. ის გადამწყვეტია თავისი სეივებით, რითაც ქულები მოაქვს. საკმაოდ სტაბილურია, შეცდომების დაშვება პროცესის ნაწილია, მაგრამ პროგრესი აშკარაა. მან ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. რომელ ადგილზეა მსოფლიოს საუკეთესო მეკარეებში, ვერ გეტყვით“, - თქვა ბარახამ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილს ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 34 მატჩში 38 გოლი აქვს გაშვებული, ხოლო 13-ჯერ კარის მშრალად შენახვა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109214