ფეხბურთი

11:07 | 15.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლო ძანიოლო ევრო 2024-ს გამოტოვებს

ბირმინგემის „ასტონ ვილას“ ფეხბურთელი ნიკოლო ძანიოლო ევროპის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს. ამის შესახებ იტალიური მედია წერს.

ძანიოლომ „ლივერპულთან“ შეხვედრაში ტრავმა მიიღო, რის გამოც დაახლოებით ერთი თვე იუქმებს და ზუსტად ერთ თვეში იწყება ევრო 2024-იც.

აღსანიშნავია, რომ ტრავმის გამო ძანიოლომ ევროპის ჩემპიონატზე ვერც 2021 წელს ითამაშა, რომელიც საბოლოოდ, „სკუადრა აძურამ“ მოიგო.

მიმდინარე სეზონში იტალიელმა ნახევარმცველმა „ასტონ ვილას“ მაისურით 40 მატჩში 2 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115859