ფეხბურთი

1:27 | 15.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

41-წლიანი პაუზის შემდეგ "ასტონ ვილა" ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს

41-წლიანი პაუზის შემდეგ ბირმინგემის „ასტონ ვილა“ ჩემპიონთა ლიგაზე/თასზე ითამაშებს.

მას შემდეგ, რაც „ტოტენჰემი“ „მანჩესტერ სიტისთან“ დამარცხდა, გაირკვა, რომ უნაი ემერის გუნდმა მეოთხე ადგილი გაინაღდა.

„ასტონ ვილას“ 68 ქულა აქვს და 5 ქულით უსწრებს „ტოტენჰემს“, რომელიც მომდევნო სეზონში ევროპა ლიგაზე იასპარეზებს. ასე რომ, ბოლო ტურმა ორივე გუნდისთვის აზრი დაკარგა.

„ასტონ ვილა“, რომელმაც ჩემპიონთა თასი 1982 წელს მოიგო, ბოლოს ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე 1982-1983 წლების სეზონში იყო, როდესაც მეოთხედფინალში ტურინის „იუვენტუსთან“ ორი მატჩის ჯამში უშანსოდ დამარცხდა (1:2, 1:3) და მას შემდეგ პირველად მოიპოვა ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლება.

0.110679