უნგრეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მარკო როსიმ ევრო 2024-სთვის შემადგენლობა დაასახელა, მიუხედავად იმისა, რომ უეფაში საბოლოო განაცხადის წარდგენისთვის ვადა 7 ივნისამდე აქვს.
მან 26-კაციანი კვოტა სრულად აითვისა. გარდა ამისა, დამატებით 5 ფეხბურთელიც გამოიძახა, 7 ივნისამდე შესაძლო გარკვეული ცვლილებებისთვის. უნგრეთის განაცხადი ევრო 2024-სთვის ასეთია:
მეკარეები: დენეშ დიბუში (ფერენცვაროში), პეტერ გულაში (ლაიპციგი), პეტერ შაპანოში (პაკში)
მცველები: ბოტონდ ბალოგი (პარმა), ენდრე ბოტკა (ფერენცვაროში), მარტონ დარდაი (ჰერტა), ატილა ფიოლა (ფეჰერვარი), ადამ ლანგი (ომონია), ვილი ორბანი (ლაიპციგი), ატილა შალაი (ფრაიბურგი)
ნახევარმცველები: ბენდეგუჟ ბოლა (სერვეტი), მიჰალი კატა (მტკ), მილოშ კერკეში (ბორნმუთი), ლაშლო კლეინჰეისლერი (ჰაიდუკი), ადამ ნაგი (სპეცია), ჟოლტ ნაგი (პუშკაშ აკადემია), ლოიკ ნეგო (ლე ავრი), ანდრას შაფერი (უნიონი), კალუმ სტაილსი (სანდერლენდი)
თავდამსხმელები: მარტინ ადამი (ულსან ჰიუნდაი), კევინ სობოტი (უიპეშტი), დანიელ გაზდაგი (ფილადელფია), კრისტოფერ ჰორვატი (კეშკემეტი), როლანდ შალაი (ფრაიბურგი), დომინიკ შობოშლაი (ლიერპული), ბარნაბას ვარგა (ფერენცვაროში)
სარეზერვო 5-კაციანი განაცხადი: კრისტიან ლიშტესი (ფერენცვაროში), ატილა მოქსი (რიზესპორი), ბალაშ ტოტი (ფეჰერვარი), ზალან ვანკსა (ლომელი), ბალინტ ვეჩსეი (პაკში)
შეგახსენებთ, რომ უნგრეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე A ჯგუფში გერმანიის, შოტლანდიისა და შვეიცარიის ნაკრებებთან ერთად ითამაშებს.