ფეხბურთი

21:48 | 14.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

"დილამ" "იბერია" დაამარცხა და გალიდერდა

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-14 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ერთმანეთს ლიდერები დაუპირისპირდნენ.

„იბერიას“ და „დილას“ შეხვედრაში სტუმრებმა ადვილად მოიგეს და გალიდერდნენ. მატჩის დასაწყისში ანგარიში ტაირელ ვაუტერმა პენალტით გახსნა, ხოლო შემდეგ ზურაბ რუხაძემ სხვაობა ორამდე გაზარდა. ტაიმის მიწურულს გორელებმა მეორე პენალტი დაარტყეს, რომელიც ნიკა გაგნიძემ ვერ გაიტანა, თუმცა დამატებაზე ტაირელ ვაუტერმა ყველას დაასწრო - 0:3.

მეორე ტაიმის დასაწყისში შოთა ნონიკაშვილმა პენალტით სხვაობა შეამცირა, მაგრამ ამას თამაშზე გავლენა არ მოუხდენია. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი შოთა შეყილაძემ სამბურთიანი სხვაობა აღადგინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

გორის „დილა“ 31 ქულით გალიდერდა და ორი ქულით გაასწრო „იბერიას“. მომდევნო ტურში რუი მოტას გუნდი „დინამო თბილისს“ შეხვდება, ხოლო გიორგი მიქაძის გუნდის მეტოქე „დინამო ბათუმი“ იქნება.

„იბერია“ – „დილა“ 1:4 (0:3)

გოლები: 0:1 ვაუტერი (13, პენ), 0:2 რუხაძე (20), 0:3 ვაუტერი (35), 1:3 ნონიკაშვილი (58, პენ), 1:4 შეყილაძე (90)

0.115842