ფეხბურთი

20:58 | 14.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ლოს ანჯელესმა" ოლივიე ჟირუს ტრანსფერი დაადასტურა

„ლოს ანჯელესმა“ ოფიციალურად დაადასტურა „მილანის“ თავდამსხმელის, ოლივიე ჟირუს ტრანსფერი.

ფრანგმა კონტრაქტი 2025 წლის 31 დეკემბრამდე გააფორმა, ხოლო მხარეებს მისი განახლება კიდევ ერთი წლით შეეძლებათ.

ჟირუ „მილანს“ მიმდინარე სეზონის ბოლოს დატოვებს და MLS-ში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა.

38 წლის ფეხბურთელი „როსონერიში“ 2021 წლიდან თამაშობს და დღემდე 130 შეხვედრაში 48 გოლი გაიტანა, 20-ჯერ კი საგოლე პასი გააკეთა.

0.109865