კალათბურთი

20:25 | 14.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინი ლიგა ენდესას სეზონის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა

„ლენოვო ტენერიფეს“ ქართველი ცენტრი გიორგი შერმადინი ესპანეთის ლიგა ენდესას 2023-2024 წლების სეზონის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა.

ჩატარდა გამოკითხვა, რომელშიც ლიგა ენდესას კლუბების მწვრთნელები, კალათბურთელები, ასევე ჟურნალისტები და გულშემატკივრები მონაწილეობდნენ. შედეგად, ასეთი ხუთეული შეირჩა:

გიორგი შერმადინი (ტენერიფე), ფაკუნდო კამპაცო (რეალი), მარკუს ჰოვარდი (ბასკონია), დილან ოსეტკოვსკი (უნიკახა) და ანდრეს ფელისი (ჟუვენტუტი).

შერმადინი მიმდინარე სეზონში ოთხჯერ გახდა ტურის, ხოლო ორჯერ თვის საუკეთესო კალათბურთელი. ის საშუალოდ 12 ქულას, 5.2 მოხსნას, 1.4 პასს, 0.8 დაფარებას და 0.5 ჩაჭრას აგროვებდა, ხოლო საუკეთესო მატჩი „ბილბაოსთან“ ჩაატარა, როდესაც 25 ქულა, 5 მოხსნა, 4 პასი და 4 ჩაჭრა მიითვალა.

გიორგი შერმადინი ამჟამად ტრავმირებულია და პლეი-ოფში გუნდს ვერ დაეხმარება, „ტენერიფე“ კი, მეოთხედფინალურ სერიაში „ბარსელონას“ გაეჯიბრება.

0.14252