ფეხბურთი

19:15 | 14.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

"სამგურალმა" "გაგრა" დაამარცხა, "დინამო თბილისმა" ისევ ვერ მოიგო

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-14 ტურში წყალტუბოს „სამგურალმა“ „გაგრა“ დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

მასპინძლებმა პირველ ტაიმში გიორგი ფანცულაიას და ალექსანდრე ვერულიძის გოლებით გადაწყვიტეს მატჩის ბედი და მეორე ნახევარში არაფერი შეცვლილა. ამრიგად, „გაგრას“ 3-მატჩიანი მოგებების სერია შეწყდა.

„სამგურალმა“ 13 ქულა დააგროვა და მეშვიდე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი „სამტრედიას“ შეხვდება, ხოლო „გაგრა“ ასევე 13 ქულით მერვეა და წინ „თელავთან“ მატჩი ელოდება.

დღესვე, „დინამო თბილისი“ სტუმრად „სამტრედიას“ დაუპირისპირდა და ქულები ისევ დაკარგა. მატჩი ნულოვანი ფრით დასრულდა. „დინამოს“ მხოლოდ 18 ქულა აქვს და მეხუთე ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი, „დილასთან“ გამართავს. „სამტრედია“ 8 ქულით ბოლო ადგილზეა და „სამგურალს“ შეხვდება.

0.115059