სერხიო რამოსი დიდი ალბათობით, „სევილიას“ დატოვებს და კარიერას MLS-ში გააგრძელებს.
როგორც The Atletic-ი იტყობინება, მხარეებს შორის, საბოლოო შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის, მაგრამ ამასთან ძალიან ახლოს არიან და ვეტერანი ესპანელი „სან დიეგოს“ შეუერთდება.
კლუბს, რომელსაც MLS-ში დებიუტი 2025 წლის თებერვალში ექნება. ფინანსური დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
სერხიო რამოსი „სევილიაში“ 2023 წლის ზაფხულში დაბრუნდა და მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 34 მატჩში 7 გოლი გაიტანა.