თუკი ხურუშით აღვსილ მამრს ვნების ალმური ასდის და ცხოველი სურვილი აქვს, რომ არგენტინელი ვეტერანი მობურთალის, მაურო იკარდის ცოლმა და ყოფილმა აგენტმა ვანდა ნარამ მკერდ-ბაყვი სახელდობრ მის წინაშე მოიშიშვლოს, სულ რაღაც 12 დოლარი უნდა გაჰქნიოს და ამ სურვილს ნაწილობრივ მაინც დაიკმაყოფილებს.
საქმე იმაშია, რომ ვანდამ ცოტა ხნის წინ ხელშეკრულება გააფორმა ინტერნეტ-პლატფორმა Divasplay-სთან რომელსაც მიანიჭა მისი უთამამესი ფოტოების ჯერ გადაღების და შემდეგ უკვე გავრცელების უფლება და ახლა თუკი ვინმეს სურს ვანდას ექსკლუზიური ფოტოების წინ უხერხულად შმუშვნას მოჰყვეს, საამისოდ სულ რაღაც 12 დოლარის გადახდა მოუწევს.
ვანდას თვალმუწვდომელი სითამამე და მუდმივი ნიფხავშემოძარცვულობა არგენტინის პურიტანულ საზოგადოებას რა თქმა უნდა დიდად არ მოსწონს და ამის გამო ხშირადაც აკრიტიკებენ, მაგრამ ამ მრავლისმნახველ და მრავალშვილიან დიაცს კრიტიკა მკერდთან ახლოს არასოდეს მიუტანია.