15:48 | 14.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმწვრთნელობის კიდევ ერთი კანდიდატის ვინაობა გახდა ცნობილი

„ბრენტფორდის“ მთავარი მწვრთნელი თომას ფრანკი კიდევ ერთი კანდიდატია ერიკ ტენ ჰაგის შემცვლელთა შორის, თუ ამ უკანასკნელს „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ გაათავისუფლებენ, იუწყება The Telegraph.

მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „წითელი ეშმაკები“ გარეთ საუთგეიტის, გრემ პოტერის, რუბენ ამორიმისა და თომას ტუხელის კანდიდატურებს განიხილავენ.

„იუნაიტედი" ეძებს გრძელვადიან დამრიგებელს, რომელიც კლუბს ძველებურ დონეზე აიყვანს და არა ერთწლიან სპეციალისტს. ფრენკი არის მათ შორის, ვისაც კლუბი კვლავ განიხილავს მთავარი მწვრთნელის პოსტზე. კარიერის განმავლობაში მან უკვე აჩვენა უზარმაზარი პოტენციალი.

თომას ფრანკი „ბრენტფორდის“ სისტემაში 2016 წლიდან მუშაობს. მისი ხელმძღვანელობით გუნდი გადმოვიდა და დაიმკვიდრა ადგილი პრემიერლიგაში.

0.112827