ფეხბურთი

14:13 | 14.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

მიქაუტაძეს საფრანგეთში რიგი დაუდგა: გიორგის სამ კლუბს უკავშირებენ

საქართველოს ნაკრებისა და „მეცის“ თავდამსხმელ გიორგი მიქაუტაძეს, რომელიც ამსტერდამის "აიაქსის" საკუთრებაშია, ფრანგული კლუბების რიგი დაუდგა.

„მარსელი“, „რენი“ და „მონაკო“ 23 წლის ფეხბურთელით დაინტერესებული არიან. Ouest-france-ს ცნობით, „რენმა“ მოლაპარაკებები უკვე დაიწყო გიორგის ტრანსფერზე. აღსანიშნავია, რომ ეს კლუბი მიქაუტაძით ერთი წლის წინაც იყო დაინტერესებული და ეცდება, რომ მიზანს ახლა მაინც მიაღწიოს.

foot01 იტყობინება, რომ „მარსელის“ პრეზიდენტ პაბლო ლონგორიას და კლუბის ხელმძღვანელობას ძალიან მოსწონს მიქაუტაძე და მას პიერ-ემერიკ ობამეიანგის შემცვლელად განიხილავენ, რომელიც უცნობია დარჩება თუ არა კლუბში და შეიძლება კარიერა საუდის არაბეთში გააგრძელოს. „მარსელში“ ჯერ არ იციან, მოლაპარაკებების გამართვა „მეცთან“ მოუწევთ, რომელსაც ქართველის გამოსყიდვის უფლება 10 მილიონად აქვს და შემდეგ ის უნდა გაყიდოს, თუ ამსტერდამის „აიაქსთან“, რომელსაც ჯერ კიდევ ეკუთვნის გიორგის სატრანსფერო უფლებები.

არის „მონაკოს“ ვარიანტიც: ჟურნალისტი იურიან ვან ვესემი წერს, რომ „მონაკოში“ მიქაუტაძე ვისამ ბენ-იედერის შემცვლელად მიაჩნიათ, რომელსაც მონეგასკებთან კონტრაქტი ეწურება და სავარაუდოდ, კლუბს დატოვებს. მის ნაცვლად კი, მიქაუტაძის დამატებას გეგმავენ. "მონაკო" მზადაა "აიაქსს" მირონ ბოადუ დაუთმოს და ფულიც დაუმატოს ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერის სანაცვლოდ.

ნებისმიერ შემთხვევაში, მიქაუტაძე მომდევნო სეზონში არც „მეცში“ ითამაშებს და არც „აიაქსში“, შესაბამისად, დიდი ალბათობით, რომელიმე ამბიციურ ფრანგულ კლუბს შეუერთდება.

გიორგი მიქაუტაძეს ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში მხოლოდ 19 მატჩში 13 გოლი აქვს გატანილი და ოთხჯერ საგოლე პასი მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113245