ძიუდოში, მსოფლიოს ჩემპიონატისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია, რომელიც საკმაოდ გადახალისებულია, რადგან წინ პარიზის ოლიმპიადაა.
გაორებულია სამი წონა - 73, 81 და +100 კგ. მთლიანობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე 12 ქართველი გამოვა 9 ვაჟი და 3 ქალი.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე:
-60 კგ - გიორგი სარდალაშვილი
-66 კგ - ვაჟა მარგველაშვილი
-73 კგ - ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ტერაშვილი
-81 კგ - ტატო გრიგალაშვილი, დიმიტრი გოჩილაიძე
-90 კგ - გიორგი ჯაბნიაშვილი
+100 კგ - გურამ თუშიშვილი, საბა ინანეიშვილი
-57 კგ - ნინო ლოლაძე
-63 კგ - ეთერ ასკილაშვილი
+78 კგ - სოფიო სომხიშვილი
ძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონატი 19-23 მაისს, არაბეთის გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ დაბიში გაიმართება.