„მანჩესტერ სიტის მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა მიიჩნევს, რომ ინგლისის ჩემპიონატის ზედიზედ ოთხჯერ მოგება ნებისმიერი გუნდისთვის უაღრესად რთული ამოცანაა.“
„არცერთ გუნდს არ მოუგია ზედიზედ ოთხი ჩემპიონატი. აი რა ძნელია ამის გაკეთება. სხვაგვარად, „ლივერპული“ 1980-იან წლებში, სერ ალექს ფერგიუსონი 1990-იანებში, „ჩელსი“ აბრამოვიჩთან და „არსენალი“ არსენ ვენგერთან ერთად ამას აუცილებლად გააკეთებდნენ. მაგრამ არ გამოუვიდათ“, - ციტირებს ტვიტერზე გვარდიოლას სიტყვებს ცნობილი ჟურნალისტი და ინსაიდერი ფაბრიციო რომანო.
შეგახსენებთ, რომ 2020/2021 წლების სეზონიდან „მანჩესტერ სიტი“ უცვლელად ხდება ინგლისის ჩემპიონი. „სიტი“ ახლა „არსენალთან“ ერთად იბრძვის ტიტულისთვის, ერთი ქულით და ამდენივე თამაშით ჩამორჩება „მეთოფეებს.“