ესპანეთის ლა ლიგის 35-ე ტურში „ბარსელონამ“ სან სებასტიანის „სოსიედადს“ უმასპინძლა, რომელიც 2:0 დაამარცხა და მეორე ადგილი დაიბრუნა.
ჩავის გუნდი პირველი ტაიმის მიწურულს ლამინ იამალმა დააწინაურა, ხოლო შეხვედრის ბოლოს რაფინიამ პენალტით სხვაობა ორამდე გაზარდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
„ბარსამ“ 76 ქულა დააგროვა და ისევ გადაასწრო „ჟირონას“, რომელსაც 1 ქულით უსწრებს, ხოლო მომდევნო ტურში 16 მაისს, „ალმერიას“ ესტუმრება. „სოსიედადი“ 54 ქულით მეშვიდე პოზიციაზეა.