ფეხბურთი

0:49 | 14.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტობის კანდიდატმა გამარჯვების შემთხვევაში გუნდში მოურინიოს დანიშვნის პირობა დადო

ივნისში სტამბოლის „ფენერბაჰჩეს“ პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება და კენჭს აზიზ ილდირიმი იყრის, რომელიც კლუბს 1998-2018 წლებში უკვე ედგა სათავეში.

ის „ფენერში“ დაბრუნებას ცდილობს და საჯაროდ განაცხადა, რომ თუ პრეზიდენტად აირჩევენ, მთავარ მწვრთნელად ჟოზე მოურინიოს დანიშნავს.

„ოფიციალურად ჩემს კანდიდატურას კონგრესზე დავასახელებ, პრესკონფერენციას გავმართავთ. არავისთან ვიბრძოლებთ, მაგრამ „ფენერბაჰჩეს“ სიდიადეს გავზრდით. გვინდა შეცდომები გამოვასწოროთ მცირე ჩარევებით. „ფენერბაჰჩეს“ დიდი მწვრთნელი უნდა ჰყავდეს. გასულ კვირაში ჟოზე მოურინიოს პირადად შევხვდი. ის მიესალმება იმას, რაც შევთავაზე. ჩვენი მოლაპარაკებები გრძელდება. თუ ამირჩევენ, გუნდში მოურინიოს მოვიყვან.

შემადგენლობას მოურინიოს მოთხოვნილი ფეხბურთელებით დავაკომპლექტებთ. მან პირდაპირ ეთერში უყურა „ქონიასპორთან“ ჩვენს მატჩს.. „ფენებერჰაჩეს“ მოურინიო სჭირდება, მოურინოს კი „ფენერბაჰჩე“ სჭირდება“, - თქვა ილდირიმმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.111212