ტელეკომპანია DAZN-ის ჟურნალისტმა ტომაზო ტურჩიმ „ნაპოლი“ – „ბოლონიას“ მატჩზე ისაუბრა, რომელშიც ის მოედნის კიდესთან მუშაობდა.
მან კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიაზეც გააკეთა და აღნიშნა, რომ ხშირად ქართველი ინდივიდუალურად თამაშობს ცდილობდა, ვიდრე გუნდურად.
„კვარა განერვიულებულია? ინდივიდი მაშინ აჩვენებს მაქსიმუმს, როცა გუნდიც ფუნქციონირებს. ახლა ყველაფერი ცუდადაა და აბსურდული იქნება მისგან ისეთივე სტაბილურობის მოლოდინი, როგორიც გასულ სეზონში ჰქონდა. გარდა ამისა, განერვიულებულია სატურნირო ცხრილის და კონტრაქტის საკითხის გამოც. ზოგჯერ ის უფრო მეტად საკუთარი თავისთვის თამაშობდა, ვიდრე გუნდისთვის“, - თქვა ტურჩიმ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 43 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი, ხოლო შვიდჯერ საგოლე პასი მიითვალა.