ფეხბურთი

22:23 | 11.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ცუდი შედეგი და უარესი თამაში

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეორე ტურის შეხვედრა გამართა გლაზგოში და პირველი მატჩის მსგავსად ამჯერადაც დამარცხდა.
შეხვედრა დაბალ ტემპში დაიწყო და მომენტის შექმნა ორივე გუნდს უჭირდა. განსაკუთრებით ეს საქართველოს ნაკრებზე ითქმის, რომელსაც მეტოქის ნახევარზე ხეირიანად გადასვლა უჭირდა. მასპინძლები კი, მეტნაკლებად აქტიურობდნენ და ცდილობდნენ მომენტების შექმნას, მაგრამ რაიმე ღირებული გოლამდე არ შეუქმნიათ. შოტლანდიელთა გოლს არაფერი მოასწავებდა, 28-ე წუთზე შონ მელონიმ მახვილი კუთხიდან დაარტყა, წინ გამოსულმა გიორგი ლორიამ ბურთის მოგერიება მოახერხა, მაგრამ მის წინ მდგარ აკაკი ხუბუტიას მოხვდა და ავტოგოლი მივიღეთ. პირველ ნახევარში მეტი დასამახსოვრებელი არაფერი მომხდარა.
მეორე ტაიმში თემურ ქეცბაიამ შეტევის გაძლიერება გადაწყვიტა და დავით კვირკველიას ნაცვლად, თორნიკე ოქრიაშვილი შემოუშვა მინდორზე. თორნიკე ბევრს ცდილობდა, მაგრამ ტრავმის კვალი აშკარად ეტყობოდა. მომენტებს კი, ისევ შოტლანდია ქმნიდა, ძალიან კარგი მომენტები ჰქონდათ ნეისმიტსა (ორჯერ) და სტივენ ფლეტჩერს, მაგრამ ან ლორია თამაშობდა საიმედოდ, ანაც სქოთებს აკლდათ სიზუსტე. საქართველოს ნაკრებს მთელი მატჩის განმავლობაში კარის მიმართულებით არ დაურტყია ზუსტად და მარშალს არანაირი საქმე არ ჰქონია, მაგრამ ამის მიუხედავად, გათანაბრება მაინც შეგვეძლო. ერთ ეპიზოდში ნიკოლოზ გელაშვილს შეეძლო გოლის გატანა, მაგრამ ფორვარდმა ააცილა მეტოქის კარს. ძალიან რეალური შანსი ვერ გამოიყენა ცვლილებაზე შემოსულმა ირაკლი ძარიამ, რომელიც საჯარიმოს მისადგომებთან დახვდა გამოვარდნილ ბურთს, მაგრამ მასაც სიზუსტე დააკლდა. ქეცბაიამ გიორგი ჭანტურიაც შემოუშვა მინდორზე, თუმცა ეს ცვლილებაც უშედეგო აღმოჩნდა – 1:0 და საქართველოს ნაკრების მდგომარეობა ძალიან გაუარესდა. “ჯვაროსნებმა” უკვე მეორე შეხვედრა დათმეს უშუალო კონკურენტთან.
მომდევნო შეხვედრას ჩვენი ნაკრები 14 ოქტომბერს ჩაატარებს გიბრალტართან.

შოტლანდია – საქართველო 1:0 (1:0)
გლაზგო, “აიბროქსი”
შოტლანდია (4-3-1-2): მარშალი, მარტინი, ჰენლი, რობერტსონი, ჰატონი, ანია, მელონი, ბრაუნი, მორისონი, ს.ფლეტჩერი (მარტინი 90), მორისონი, ნეისმიტი (მაკარტური 80).
მწვრთნელი: გორდონ სტრაჩანი
საქართველო (4-4-2): ლორია, ხუბუტია, ს.კვირკველია, დ.კვირკველია (ოქრიაშვილი 46), ლობჟანიძე, გრიგალავა, კანკავა, დაუშვილი, პაპავა (ძარია 70), ყაზაიშვილი (ჭანტურია 80), გელაშვილი.
მწვრთნელი: თემურ ქეცბაია
გოლი: 1:0 ხუბუტია (28 ს.კ).
გაფრთხილებები: მორისონი, მელონი – გრიგალავა, დაუშვილი
მსაჯი: მიროსლავ ზელინკა
ბურთის ფლობა: 58%-42%, დარტყმა: 14(4)-6(0), ჯარიმა: 16-12, კუთხური: 9-3, თამაშგარე: 4-0, სეივი: 0-3


1.პოლონეთი22009:06
2.ირლანდია22009:16
3.გერმანია21012:33
4.შოტლანდია21012:23
5.საქართველო20021:30
6.გიბრალტარი20020:140

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.227838