ფეხბურთი

19:58 | 13.05.2024 | ნანახია 0 - ჯერ

ოფიციალურად: ოლივიე ჟირუ კარიერას MLS-ში გააგრძელებს

„მილანის“ თავდამსხმელი ოლივიე ჟირუ კარიერას „ლოს ანჯელესში“ გააგრძელებს. ინფორმაცია იტალიური კლუბის ვებგვერდზე ოფიციალურად დადასტურდა.

ჟირუმ „როსონერის“ ტიფოზებს სპეციალური ვიდეოს საშუალებით მიმართა:

„აქ იმისთვის ვარ, რომ გითხრათ, „მილანში“ ჩემს ბოლო ორ მატჩს ვითამაშებ. ჩემი კარიერა გრძელდება MLS-ში. ძალიან ვამაყობ, რასაც ამ 3 წელიწადში მივაღწიე. აღელვებული ვარ. „მილანში“ ჩემი ამბავი წელს სრულდება, მაგრამ ყოველთვის ჩემს გულში დარჩება“, - თქვა ოლივიემ.

ოლივიე ჟირუ „მილანში“ 2021 წლიდან თამაშობდა და 130 მატჩში 48 გოლი გაიტანა. მანამდე მას „ჩელსიში“, „არსენალსა“ და „მონპელიეში“ აქვს ნათამაშები.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.083521