რაგბი

14:34 | 13.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

7-კაცა მიუნხენში მიდის

ხვალ გამთენიისას საქართველოს 7-კაცა გერმანიაში, მიუნხენში მიემგზავრება, სადაც 2024 წლის მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის მესამე, დასკვნით ეტაპზე ითამაშებს.

შეხვედრები 18-19 მაისს გაიმართება. საქართველო ა ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები მასპინძელი გერმანია, სერიის ლიდერი ურუგვაი და პაპუა ახალი გვინეა იქნებიან. ბ ჯგუფში ჰონკონგი, უგანდა, ტონგა და მექსიკა ითამაშებენ, გ ჯგუფში კი კენია, ჩილე, პორტუგალია და იაპონია.

5-დღიანი დასკვნითი შეკრების შემდეგ, მწვრთნელებმა – ბესიკ ხამაშურიძემ და გია ლაბაძემ 12 მოთამაშე დაასახელეს. ტრავმის შემდეგ გუნდს უბრუნდება ლევან ნარიმანიძე. მონტევიდეოში არ უთამაშიათ და მიუნხენში მიდიან ლუკა ალიბეგაშვილი და იოსებ გუშარაშვილი.

გერმანიიდან გუნდი ესპანეთში, ბენიდორმში გადაინაცვლებს, სადაც 20-იდან 27 მაისამდე გაჩერდება და მოსამზადებელ ტურნირს ითამაშებს, სადაც სხვადასხვა ქვეყნის განვითარებადი ნაკრებები და კლუბები მიიღებენ მონაწილეობას.

ივნისში 7-კაცას რაგბი ევროპის ჩემპიონატი ელის. პირველ ეტაპს 7-9 ივნისს ხორვატია, მაკარსკა უმასპინძლებს, ხოლო მეორე ეტაპი 28-30 ივნისს გერმანიაში, ჰამბურგში გაიმართება.

7-კაცას შემადგენლობა მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის მესამე (მიუნხენი, გერმანია) ეტაპზე

გიორგი ჭუაძე, სერგი ჩხაიძე, დავით იმნაძე, თემურ ჭიჭინაძე, საბა არჩვაძე, გაგა ქევხიშვილი, ირაკლი სიმსივე, რომან მახათაძე, ლევან ნარიმანიძე, ლუკა ალიბეგაშვილი, იოსებ გუშარაშვილი, გიორგი ჯობავა.

მწვრთნელები: ბესიკ ხამაშურიძე, გია ლაბაძე

RUGBY.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.110659