ფეხბურთი

10:27 | 13.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ესპანური მედია: "ვალენსიას" ფანებს მამარდაშვილის დაკარგვის ეშინიათ და დარჩენას სთხოვენ"

ესპანეთის ლა ლიგის 35-ე ტურში „ვალენსია“ „რაიო ვალეკანოს“ დაუზავდა (0:0), მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად კი, გიორგი მამარდაშვილი დასახელდა.

ლა ლიგის გარდა, ქართველი მეკარე ესპანურმა მედიამაც გამოარჩია, სადაც მისი გარჯა შემდეგნაირად შეაფასეს:

Eldesmarque: „28-ე წუთზე კამელოს დარტყმა მოიგერია. კარგი თამაში ჰქონდა და 70-ე წუთზე კიდევ ერთხელ გადაარჩინა გუნდი. „მესტალია“ მის სახელს სკანდირებდა და დარჩენას სთხოვდა, რადგან ეშინიათ, რომ ზაფხულში დაკარგავენ“.

AS: „ძირითად შემადგენლობაში დისკვალიფიკაციის შემდეგ დაბრუნდა და იმედი არავის გაუცრუა. იმპერიული, როგორც მთელი სეზონი! პირველ ტაიმში კამელოს აჯობა, მეორე ნახევარში სტადიონი მღეროდა - „გიორგი დარჩი“, მას შემდეგ, რაც პირისპირ აჯობა ალვაროს და ბოლოს უნაი ლოპესის დარტყმაც მოიგერია“.

Superdeporte: „მეკარე დისკვალიფიკაციის შემდეგ დაბრუნდა და დიდი დამსახურებით გუნდი სამჯერ გადაარჩინა“.

შეგახსენებთ, რომ ქართველ მეკარეს მიმდინარე სეზონში ლა ლიგაში ჩატარებულ 34 მატჩში 38 გოლი აქვს გაშვებული და 13-ჯერ კარი მშრალად შეინახა. „ვალენსია“ 48 ქულით მერვე ადგილზეა და მომდევნო მატჩს 16 მაისს, სტუმრად „სოსიედადთან“ გამართავს.

0.117167