ფეხბურთი

22:45 | 12.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

მამარდაშვილის ბრწყინვალე თამაში ლა ლიგაში! გიორგის "მესტალიაზე" ფანებმა უმღერეს (+VIDEO)

ესპანეთის ლა ლიგის 35-ე ტურში გიორგი მამარდაშვილი დისკვალიფიკაციის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა და თანაც ბრწყინვალედ.

ქართველი მეკარე „ვალენსიას“ „მესტალიაზე“ „რაიო ვალეკანოსთან“ ქულის მოპოვებაში დაეხმარა - 0:0.

გიორგი მეტოქის ფეხბურთელებისთვის უბრალოდ გადაულახავი ბარიერი იყო, არაერთხელ იხსნა „ვალენსია“ და ლა ლიგამ ეს გარჯა დაუფასა - ის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. აღსანიშნავია, რომ "მესტალიას" პუბლიკამ მამარდას უმღერა კიდეც და გუნდში დარჩენას სთხოვდნენ.

ქართველ მეკარეს მიმდინარე სეზონში ლა ლიგაში ჩატარებულ 34 მატჩში 38 გოლი აქვს გაშვებული და 13-ჯერ კარი მშრალად შეინახა.

„ვალენსია“ 48 ქულით მერვე ადგილზეა და მომდევნო მატჩს 16 მაისს, სტუმრად „სოსიედადთან“ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119461