ფეხბურთი

22:10 | 12.05.2024 | ნანახია 1193 - ჯერ

"არსენალმა" "ოლდ ტრაფორდზე" მოიგო და ისევ ლიდერია

ინგლისის პრემიერლიგის 37-ე ტურში ლონდონის „არსენალმა“ სტუმრად „მანჩესტერ იუნაიტედი“ დაამარცხა და ჩემპიონობის შანსი შეინარჩუნა.

მიკელ არტეტას გუნდს „ოლდ ტრაფორდზე“ მოსაგებად ლეანდრო ტროსარის ერთადერთი გოლი ეყო, რომელმაც თავი მეოცე წუთზე გამოიჩინა. დარჩენილ დროში „მეთოფეებმა“ უპირატესობა შეინარჩუნეს და უმნიშვნელოვანესი თამაში მოიგეს.

„არსენალი“ 86 ქულით ლიდერია და სეზონს 19 მაისს, „ევერტონთან“ საშინაო მატჩით დაასრულებს. თუმცა „სიტის“ მხოლოდ ერთი ქულით უსწრებს, პეპ გვარდიოლას გუნდს კი, სეზონის ბოლომდე ორი მატჩი აქვს გასამართი.

„მანჩესტერ იუნაიტედი“ 54 ქულით მერვე ადგილზეა და დიდი შანსია ევროტურნირებზე საერთოდ ვერ გავიდეს.


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

13:46 | 07.01.2014
shakooo7 (2507)

პალასიო-სუარესის დუეტი კარგი იქნებოდა ) ოცნებას კაცი არ მოუკლავს

13:44 | 07.01.2014
shakooo7 (2507)

ეჰ ვალტერ, ვალტერ! სანამ მაგ უაზრო 3-6-1 ს 3-5-2ით არ ჩაანაცვლებ არ გეშველება არაფერი. პალასიოს ჭირდება მეწყვილე თავდასხმაში აშკარად.

11:22 | 07.01.2014
laciosErtguli (3640)

ესეც მაცარი და მისი ინტერი!

10:52 | 07.01.2014
levichcr7 (264)

ნახეთ კაკაზე ლამაზი ვიდეოა -stripslashes((strlen('http://www.youtube.com/watch?v=CnDk-SkokBg')>0?' http://www.youtube.com/watch?v=CnDk-SkokBg':' http://www.youtube.com/watch?v=CnDk-SkokBg'))

04:43 | 07.01.2014
mushni (93569)

გ+მიროსლავ კლოზეეეეეეეე

00:33 | 07.01.2014
arturi-baierni (24493)

კლოზემ რა მაგარი შეაგდოოოოოოოოოოოოო საგოოოლ მიროოოოოოოოოოოო

0.063649
1193