ფეხბურთი

21:05 | 12.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კიტეიშვილის დუბლი ავსტრიის ბუნდესლიგაში (+VIDEO)

გრაცის „შტურმს“ შეეძლო დღეს ავსტრიის ჩემპიონობა მოეპოვებინა, მაგრამ პირველი შანსი გაანიავა და ახლა ბოლო ტურში მოუწევს ნერვიულობა.

31-ე ტურში გრაცელები სტუმრად „ლასკს“ დაუზავდნენ (2:2), რაც ოთარ კიტეიშვილის დამსახურებაა, რომელმაც დუბლი შეასრულა.

ქართველმა ნახევარმცველმა ჯერ 30-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა (1:1), მერე, 48-ე წუთზე დუბლი გაიფორმა და წინ გაიყვანა თავისი გუნდი, მაგრამ სტუმრებმა ბოლოს გაუშვეს და ფრეს დასჯერდნენ.

კიტეიშვილს მიმდინარე სეზონში „შტურმში“ ყველა ტურნირის ეგიდით 40 შეხვედრაში 11 გოლი და 9 საგოლე პასი აქვს აქტივში. ოთარმა ყვითელი ბარათიც მიიღო და ბოლო ტურში დისკვალიფიკაციის გამო მოედანზე ვერ გავა, ასე რომ, შეიძლება ბოლოჯერ ითამაშა „შტურმში“, რადგან მხარეებს შორის კონტრაქტი იწურება.

ბოლო ტურში, 19 მაისს, „შტურმი“ „კლაგენფურტს“ უმასპინძლებს და ჩემპიონობა თუ სურს, აუცილებლად უნდა მოიგოს, რადგან „ზალცბურგთან“ უპირატესობა მხოლოდ 2 ქულაა.

0.116902