ფეხბურთი

20:39 | 12.05.2024 | ნანახია 150 - ჯერ

თომა ტაბატაძის მორიგი გოლი უზბეკეთის ჩემპიონატში (+VIDEO)

უზბეკეთის ჩემპიონატის მეშვიდე ტურში „ნავბაჰორმა“ სტუმრად „სოგდიანა“ 2:1 დაამარცხა, თომა ტაბატაძემ კი გოლი გაიტანა.

ქართველმა ფორვარდმა 22-ე წუთზე პენალტით დალაშქრა მეტოქის კარი და ანგარიში გახსნა. ეს მისი მეშვიდე გოლია მიმდინარე სეზონში და ბომბარდირებში ლიდერია.

„ნავბაჰორი“ 12 ქულით ლიდერობს უზბეკეთის ჩემპიონატს, თანაც თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.123355
120