სხვა

19:35 | 12.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ავსტრიასთან დამარცხდა და მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ გავიდა

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ გავიდა. ტიტე კალანდაძის გუნდმა ავსტრიის ნაკრებთან საპლეი-ოფო დუელი დათმო.

თბილისში ავსტრიელებმა 27:25 მოიგეს, ხოლო საპასუხო შეხვედრაში მასპინძლების უპირატესობა უფრო დიდი იყო და 37:31 მოიგეს, შესაბამისად, ორი მატჩის ჯამშიც ავსტრიის ნაკრებმა გაიმარჯვა.

საქართველოს ნაკრების რიგებში საუკეთესო გიორგი ცხოვრებაძე იყო, რომელმაც 10 გოლი გაიტანა, მაგრამ გუნდი მარცხისგან ვერ იხსნა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა 2024 წელს ისტორიაში პირველად ითამაშა ევროპის ჩემპიონატზე, სადაც ჯგუფურ ეტაპზე თამაშის მოგებაც მოახერხა. თუმცა, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ამჯერად ვერ მოხვდა.

სამაგიეროდ, ტიტე კალანდაძის გუნდი ზედიზედ მეორედ ეცდება ევროპის ჩემპიონატზე გასვლას, რომლის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბოსნიის, ისლანდიისა და საბერძნეთის ნაკრებებს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.128299