ნოვაკ ჯოკოვიჩი რომის მასტერსს სენსაციურად, 1/16 ფინალში გამოეთიშა. რეიტინგის ლიდერი 29-ე ნომერ ალეხანდრო ტაბილოსთან ისე დამარცხდა, რომ შანსი არ ჰქონია.
შეხვედრა მხოლოდ საათსა და 8 წუთს გაგრძელდა და ჩილელმა ჩოგბურთელმა 6:2, 6;3 მოიგო. ჯოკოვიჩმა მეტოქის ჩაწოდებაზე ერთი გეიმიც ვერ მოიგო, სამაგიეროდ, თავისი ჩაწოდება ოთხჯერ წააგო, რაც იშვიათობაა და ბუნებრივია, რომ ასეთი თამაშით მარცხი განიცადა.
ამრიგად, რომის მასტერსი მთავარი ფავორიტის გარეშე გაგრძელდება.