ასტანის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღეს საქმეში 5 ქართველი ძიუდოისტი ჩაერთო, თუმცა წარმატებით ვერცერთმა იასპარეზა და შესაბამისად, საქართველომ ტურნირი მედლის გარეშე დაასრულა.
ნიკა ხარაზიშვილმა ორი ბრძოლა მოიგო, მაგრამ ჯერ მეოთხედფინალში განიცადა მარცხი, შემდეგ რეპეშაჟში და ბრინჯაოსთვის ბრძოლის უფლება ვერ მოიპოვა. ამავე წონაში ბაქარ ერაშვილი პირველივე სტადიაზე გამოეთიშა ასპარეზობას.
100 კგ წონით კატეგორიაში ონისე სანებლიძე პირველ წრეში დამარცხდა, ხოლო +100 კგ წონაში ირაკლი დემეტრაშვილმა ორი შეხვედრის მოგება მოახერხა, თუმცა შემდეგ მეოთხედფინალსა და რეპეშაჟში ვერაფერი გააწყო და ისიც უმედლოდ დარჩა.
+78 კგ წონით კატეგორიაში ქალთა შორის, სოფიო სომხიშვილმა პირველი წრე დაძლია, მაგრამ მეორე წრეში მანაც დაასრულა ასპარეზობა.
ასტანის გრანდ სლემზე მთლიანობაში 9 ქართველმა ძიუდოისტმა იასპარეზა და ყველა მედლის გარეშე დარჩა.