ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ვეტერანმა ფეხბურთელმა რივალდომ კაზემიროს მადრიდის "რეალიდან" "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლას შეცდომა უწოდა.
"კაზემირო შესანიშნავი ადამიანია, ჩემო მეგობარია. "სან პაულოში" ჩვენ ერთად ვთამაშობდით. მას "რეალში" ბრწყინვალე კარიერა ჰქონდა. ჩემი აზრით, "მანჩესტერში" გადასვლა არასწორი გადაწყვეტილება იყო. "რეალში" ლამაზი ისტორია ჰქონდა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ფინანსურმა მხარემ გავლენა მოახდინა.
ის არის ნახევარმცველი, არა ფორვარდი, არა მცველი და ხალხი აკრიტიკებს პოზიციის გარეთ თამაშის გამო. მაგრამ არ ვფიქრობ, რომ რამე გასაკრიტიკებელი სჭირს. ყველაფერი იმის ბრალია, რომ კრიზისი თავად გუნდშია", - უთხრა რივალდომ Betfair-ს.
კაზემირო "წითელ ეშმაკებში" 2022 წლის ზაფხულიდან თამაშობს. ბრაზილიელი ნახევარმცველი "სამეფო კლუბში" 2013 წლიდან გამოდიოდა და 221 შეხვედრაში 24 გოლის გატანა შეძლო.